ნასვამმა მეუფე იაკობმა "იმედის" ჟურნალისტს არაკორექტულად მიმართა

ეს პერსონა

მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს TV პირველის ეთერში ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე". მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი.

კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება, თუ მკვლელობა, იაკობი პასუხობს:

"ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ... მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი [შიოლაშვილი], არც პეტრე [ცაავა], არც სხვები, არც ბატონი ბიძინა [ივანიშვილი]... მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონია რომ ქვეყნის ხელმძღვანელია..."

 

ამ ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, მეუფე იაკობს ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი დაუკავშირდა. როგორც ვარლამ წიკლაური ყვება სასულიერო პირმა, არაეთიკურად მოიხსენია მედია, ასევე არაკორექტულად მიმართა ჟურნალისტს. ეთერში სატელეფონო ჩანაწერის ნაწილი გავიდა, სადაც მეუფე ამბობს, რომ "ძალიან ნასვამ მდგომარეობაშია"

1
1
0
2
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top