ბრიტანული ფილმის გადაღებები დასრულდა - გაიგეთ რამდენი ლარი დახარჯა "ზეციურმა ქალბატონმა“ რუსთავში

ეს პერსონა

რუსთავში, ბრიტანული ფილმის "ზეციური ქალბატონის“ (Lady Of Heaven) ეპიზოდების გადაღება დაასრულდა. ისტორიული ფილმის ეპიზოდები, ლეონიძის ქუჩაზე და რკინიგზის სადგურის წინ არსებულ მოედანზე გადაიღეს. ძველი რუსთავის არქიტექტურასა და დღევანდელი სირიის ერთ-ერთ ქალაქს შორის მსგავსებაა, ამიტომ გადაღებებისთვის, რუსთავში, რამდენიმე ლოკაცია შეირჩა. 

კომპანიამ, რომელიც რუსთავში "ზეციური ქალბატონის" გადაღებებს აწარმოებდა, 100 რუსთაველი დაასაქმა, მათი დღიური ანაზღაურება კი 50 ლარს შეადგენდა. ჯამში დასაქმებულების ანაზღაურებისთვის კომპანიას 10 000 ლარის გამოყოფა მოუხდა.

გარდა ამისა, თანხა გამოიყო ლეონიძის გამზირზე არსებული ავტოსახელოსნოებისთვის კომპენსაციის გადასაცემადაც. მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე კინოს გადაღბების გამო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გადაიკეტილი და სხვადასხვა კომერციულ ობიექტებს დროებით ფუნქციონირების შეწყვეტა მოუწია.

გადამღები ჯგუფის ფინანსური საკითხების წარმომადგენელი ავტოსახელოსნოების მეპატრონეებს უკვე ესაუბრა და მათ თითო განყოფილებაში (ე.წ. ბოქსში) სამუშაოების შეცერების მიზნით 300 ლარი შესთავაზა. გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ფილმისთვის ეპიზოდების გადაღება მიმდინარეობდა, დაახლოებით 10-ზე მეტი ავტოსახელოსნოა, მათ ჯამში 30-ზე მეტი განყოფილება (ე.წ. ბოქსი) აქვთ. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია სხვა ტიპის ობიექტებიც. გამოდის, რომ ობიექტების გაჩერებისთვის გადამღები ჯგუფის ხელმძღვანელობას 10 000 ლარზე მეტის გაღება მოუწია.

"სარკე სტუდიამ", რუსთავში, ბრიტანული ფილმის "ზეციური ქალბატონის“ (Lady Of Heaven) ეპიზოდების გადაღება 24 ოქტომბერს დაიწყო და 26 ოქტომბერს დაასრულა. ფილმის ეპიზოდების გადაღება ლეონიძის ქუჩა-ჩერკასისა და ტაშკენტი/მოდებაძის ქუჩების მონაკვეთზე, ჟიული შარტავას ქუჩაზე და რკინიგზის სადგურის წინ არსებულ მოედანზე მიმდინარეობდა. „ზეციური ქალბატონის“ გადაღებები საქართველოში 26 აგვისტოდან დაიწყო და დედაქალაქში, ვაზიანის სამხედრო ბაზის,​ ნავთლუღისა და ჯიქიას ქუჩების ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

 

წყარო: inforustavi.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top