"ჰაკერს კარგი იუმორი ჰქონია, მიშას დაბრუნების შიში ისედაც არსებობს" - რომან გოცირიძე კიბერ თავდასხმებზე

ეს პერსონა

ჰაკერს კარგი იუმორი ჰქონია, ვინაიდან, მიშას დაბრუნების შიში ისედაც არსებობს და ახლა მაღალჩინოსნებს კომპიუტერებში მიუვიდათ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის კურიოზული, ვინაიდან სახელმწიფო უწყებებში შეშინებული არიან. ჰაკერს კარგი იუმორი ჰქონია, ვინაიდან, მიშას დაბრუნების შიში ისედაც არსებობს და ახლა კომპიუტერებში მიუვიდათ, მაღალჩინოსნებს ვგულისხმობ.

ეს მათმა „ტროლების ფაბრიკამ“ გააკეთა, რათა შემდეგ გადაბრალება იყოს ვინმეზე. თქვან, რომ ეს გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან მიშამ უკრაინიდან. მე ვიტყვი, რომ ეს არის ჩემი ორგანიზებული. ჩავიდინე სახელმწიფო მნიშვნელობის დანაშაული. ვინაიდან თქვეს, რომ მეუფე იაკობი ნასვამი იყო და ამის გამოძიებას არ დავიწყებთო, თუ ნასვამობაა ალიბი, ვიტყვი, რომ ჩემი ჰაკერული თავდასხმა მოხდა. ვიდრე დილით ამას გავაკეთებდი, ორი ჭიქა არაყი დავლიე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

რამდენიმე ქართულ ვებგვერდზე დღეს ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით – მე დავბრუნდები (I’ll be back). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება დაიწყო.

0
2
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top