ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი - პაციენტი, რომელიც თბილისში არ გადმოუშვეს გარდაიცვალა

ეს პერსონა

ქალი, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოიყვანეს, გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალგორის რაიონის, სოფელ იკოთის მაცხოვრებელი, მარგო როსტიაშვილი იყო. ის სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რა დროსაც გზაში გარდაიცვალა. ფაქტს ადასტურებენ შერიგებისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატშიც. 

მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება ყოფილი ომბუდსმენი, უჩა ნანუაშვილი. 

"ამდენი ხანია ახალგორი ბლოკადაშია და ვერ მოიცალა ხელისუფლებამ ამ საქმის მოსაგვარებლად", - წერს ნანუაშვილი.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top