ფრანგული დესერტები ქართული გემოებით - კონდიტერის საერთაშორისო აღიარება

ეს პერსონა

ხათუნა ბაკურაძე 37 წლის კონდიტერია. ქართული კულინარიიის განსაკუთრებულმა სიყვარულმა, მისი ცხოვრება 3 წლის წინ რადიკალურად შეცვალა. ის საკონდიტრო ხელოვნებას ჯერ საქართველოში, შემდეგ კი უკრაინასა და საფრანგეთში დაეუფლა. დღეს მისი საავტორო მენიუ 17 დესერტს ითვლის. ხათუნა ცდილობს ქართული ინგრედიენტებითა და ფრანგული ტექნოლოგიით, ახალი გემოები შექმნას. ახლა მას განსაკუთრებულად დიდი მისია აკისრია, საფრანგეთში უნდა დაამტკიცოს, რომ ქართული ტკბილეულის გემო განსახუთრებულია. საკონდიტრო კონკურსი "ტროფი" პარიზში შოკოლადის სახელოსნოში პირველად ჩატარდება. ხათუნა ბაკურაძე იქ ერთადერთი ქალი კონკურსანტი იქნება. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top