ევროკავშირმა „ბრექსიტის“ შეთანხმება  2020 წლის 31 იანვრამდე გადაავადა    

ეს პერსონა

                                      
ევროკავშირის ლიდერებმა „ბრექსიტის“ შეთანხმება 2019 წლის 31 ოქტომბრიდან 2020 წლის 31 იანვრანდე გადაავადეს. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა თავის ტვიტერზე დაწერა.
„ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ მიიღო დიდი ბრიტანეთის თხოვნა „ბრექსიტის“ 2020 წლის 31 იანვრამდე გადავადების შესახებ. მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება წერილობითი სახით იქნება გაფორმებული“, - დაწერა ტუსკმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას იმ შემთხვევაში დასთანხმდებოდა, თუკი ევროკავშირი „ბრექსიტს“ გადაავადებდა. მისი განმარტებით, ეს საჭიროა, რადგან „ბრექსიტის“ შეთანხმება პარლამენტის მეშვეობით უნდა შედგეს.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">The EU27 has agreed that it will accept the UK&#39;s request for a <a href="https://twitter.com/hashtag/Brexit?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#Brexit</a> flextension until 31 January 2020. The decision is expected to be formalised through a written procedure.</p>&mdash; Donald Tusk (@eucopresident) <a href="https://twitter.com/eucopresident/status/1188748108764721152?ref_src=twsrc%5Etfw">October 28, 2019</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top