დღეს განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით რამდენიმე პირის გამოკითხვა მიმდინარეობს

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით რამდენიმე პირის გამოკითხვა დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით, რამდენიმე პირის გამოკითხვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უწყების ცნობით, საქმესთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად ტარდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს. გათიშული იყო რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით – „მე დავბრუნდები“.

. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

წყარო: interpressnews.ge
0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top