21-ე საუკუნის ტოპ-10 ყველაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა 

ეს პერსონა

21-ე საუკუნეა. საზოგადოების კვალდაკვალ მთავრობები და ბიზნესკომპანიები სულ უფრო და უფრო დამოკიდებულები ხდებიან ციფრულ ტექნოლოგიებზე. მომხმარებელთა მონაცემები, სახელმწიფო საიდუმლოებები ერთ დიდ ციფრულ ქვაბში იყრება, რასაც ჰაკერები თავის სასარგებლოდ იყენებენ.
გთავაზობთ 21-ე საუკუნის 10 ყველაზე მასშტაბურ კიბერთავდასხმას.
1)    2004 წლის 20 თებერვალს Microsoft-მა განაცხადა ვინდოუს 2000-ის საწყისი კოდის დაკარგვის შესახებ. 32000-მდე ფაილი და ინფორმაცია ინტერნეტში გაჟონეს.
2)    2007 წელს ესტონეთს შავი დღეს აყარეს - ქვეყანა ჰაკერების სამიზნე გახდა. თავდასხმა მოხდა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო საიტებზე, გაჩერდა საბანკო სისტემა, ვერავინ ვერ ახერხებდა ელექტრონული ფულადი გზავნილების განხორციელებას. პარალიზებული იყო ახალი ამბების რესურსები.
3)    2011 წელს ჰაკერული თავდასხმის შედეგად, Playstation -ის ქსელი გაითიშა. კიბერშეტევისას გატყდა დაახლოებით 77 მლნ ანგარიში. Playstation -ის  ქსელი გამორთული იყო 23 დღით და კომპანიას 171 მლნ დოლარის ზარალი მიადგა.
4)    2012 წლის ივნისში ჰაკერებმა განახორციელეს მსხვილი თავდასხმა სოციალურ ქსელზე ''LinkedIn'', გაცნობების საიტზე ''eHarmony'' და მუსიკალურ პორტალზე ''Last.fm''. საიტების გატეხვის შედეგად თაღლითებისათვის ცნობილი გახდა მომხმარებლების გვერდების 6, 5 მილიონზე მეტი პაროლი.
5)    2013 წელს კომპანია Adobe Systems-სთვის შავი დღე გათენდა - კომპანიაზე პერსონალური მონაცემების ერთ-ერთი მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა. 150 მილიონი ადამიანის პერსონალური მონაცემის გაჟონვა მოხდა, აქედან 3 მილიონი საკრედიტო ბარათის ნომრები აღმოჩნდა.
6)    2014 წელს ბიტკოინების მასშტაბური მოპარვა მოხდა საიტ Mt. Gox-ზე. ჰაკერებმა 400 მომხმარებლის ანგარიში გატეხეს და პაროლები ამოიღეს მონაცემთა ბაზებიდან. ჯამში 470 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინებია მოპარული, რის გამო საიტი დაიხურა, ხოლო ვირტუალური ვალუტის ფასი დაეცა.
7)     აშშ ძალიან უყვარს ჩინელ ჰაკერებს, ამის დასტურია მათი ხშირი სტუმრობა სხვადასხვა ამერიკული უწყებისა თუ კომპანიის საიტებზე.მაგალითად, 2014 წელს ჩინელმა ჰაკერებმა აშშ-ის სამხედრო ბაზების მონაცემები მოპარეს, მათ შორის 20-ზე მეტი უახლოესი შეიარაღებული სისტემის ჩანახატები. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორია ორი ქვეყნის ჰაკერულ პაექრობაში.
8)    2014 წლის აპრილში ჭიამ «Heartbleed», რომლის კოდი პროგრამისტმა რობინ სიგელმანმა მოიფიქრა, ვირუსით დააავადა მილიონამდე ინტერნეტგვერდი. მისი მიზანი პირადი მონაცემების, პაროლების და საკრედიტო ბარათების მფლობელების კოდების მოპარვა იყო.
9)    ვირუსი "Regin", რომელსაც კასპერის ლაბორატორიის თანამშრომლებმა ''მსოფლიოში ყველაზე საზიზღარი და მავნე პროგრამა" უწოდეს. ეს არის მავნებლური პროგრამა, რომლის უკან, სავარაუდოდ, აშშ-ის აგენტურა დგას. ამ ეშმაკური პროგრამის სამიზნედ იქცა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ირლანდია, მექსიკა, რუსეთი, ავღანეთი, ავსტრია, ბელგია, ირანი, პაკისტანი, საუდის არაბეთი, ინდოეთი. ვირუსმა ამ ქვეყნების სატელეკომუნიკაციო კომპანიები დააავადა, რათა მოეპარა კონფიდენციალური ინფორმაციები
10)    მივუბრუნდეთ აშშ-სადმი ჩინელი ჰაკერების სიყვარულს. 2015 წლის ივნისში ჩინელმა ჰაკერებმა თავდასხმა განახორციელეს აშშ მთავრობასთან არსებული პერსონალური მენეჯმენტის ოფისზე. დაახლოებით 20 მილიონი ადამიანის - სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები ჰაკერების ხელში მოხვდა.
ბონუსად, 2018 წელს, ჰაკერული თავდასხმის შედეგად, „Youtube“-დან რამდენიმე ცნობილი ვიდეოფაილი წაიშალა, მათ შორის 2017 წლის ყველაზე მომაბეზრებელი  სიმღერა "Despacito" რომელსაც 5 მლრდ-ზე მეტი ნახვა ჰქონდა. აღნიშნული ჰაკერული შეტევა „Youtube“-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. ჰაკერები Prosox-ისა და Kuroi'sh-ის სახელით მოქმედებდნენ. მათ წაშალეს ვიდეოფაილები და მის ნაცვლად დატოვეს წარწერა „თავისუფლება პალესტინას“.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top