თბილისში ახალი სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები იმოძრავებს

ეს პერსონა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლებასთან ერთად, 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების სრულყოფა.  ავტოპარკი უკვე 278 ახალი, სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი, სპეცმანქანით შეივსო.

ახალი, სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებები განკუთვნილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების პარამედიკოსებისთვის, რომლებიც ოპერატიულ რეაგირებას, რთული საგზაო მოძრაობის პირობებში, სასწრაფო დახმარების სტანდარტული ზომის მანქანების მოსვლამდე შეძლებენ.

სპეციალიზებული ავტომობილები ღია სივრცეებში მოწყობილ თავშეყრის ადგილებში, საკონცერტო ღონისძიებების ტერიტორიებზე, ბულვარებსა და სხვა მსგავსს ლოკაციებზე განთავსდება.



 

3
5
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top