"სივრცე და ფორმა" ექსპოზიცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა

ეს პერსონა

"სივრცე და ფორმა" ექსპოზიციას პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. ის ხელოვნების ერთ-ერთ ურთულეს დარგს - ქანდაკებას მიეძღვნა და არის ერთგვარი ექსკურსი, თუ როგორ განიცადა დარგმა ევოლუცია. 

გამოფენის მიზანი  ქანდაკების თანამედროვე გაზიარებაა. ექსპოზიციაში 15-მდე, სხვადასხვა ასაკის მოქანდაკის ნამუშევრებია წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს ექსპონატების ნახვა სამი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

GERA-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პროექტის ციკლი დაიწო, რომელშიც პირველი სწორედ აღნიშნული ექსპოზიციაა. პროექტების ხელმძღვანელის განცხადებით კონკურსზე წარმოდგენილია, როგორც ახალგაზრდა მოქანდაკეების ნამუშევრები, ასევე ძველი თაობის ცნობილი მოქანდაკეებისაც.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top