მეუფე იაკობი: „კაბინეტში, შეხვედრაზე მოითხოვეს 15 მლნ. თუ გადაიხდიდა, მერე ისევ მოთხოვდნენ“

ეს პერსონა

მეუფე იაკობი, რომელიც დღეს გადადგა პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან ახალ ხმაურიან დეტალებს ასაჯაროვებს. მისი თქმით,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს ხელშეუხებლობისთვის 15 მლნ დოლარს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და ბიზნესმენი, უჩა მამაცაშვილი სთხოვდნენ.

სასულიერო პირის ინფორმაციით, „გეგმის“ განხორციელებაში აღნიშნულმა პირებმა დახმარება კრიმინალურ ავტორიტეტებს სთხოვეს. მედიასთან საუბრისას ინტერვიუში ამბობს, რომ ფარცხალაძეს თავის მოჭრით დაემუქრა.

„კაბინეტში, შეხვედრაზე მოითხოვეს 15 მლნ. თუ გადაიხდიდა, მერე ისევ მოთხოვდნენ“, - თქვა პატრიარქის ყოფილმა ქორეპისკოპოსმა.

მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობიდან 28 ოქტომბერს გადადგა. მანამდე, 26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ „ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მისი თქმით, შეხვედრაში ასევე მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე მონაწილეობდნენ. მეუფე იაკობის თქმით, შეხვედრა ყოფილი პრემიერის კაბინეტში შედგა.

წყარო: Imedi
0
0
2
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top