უძილობის 10 მიზეზი

ეს პერსონა

უძილობა თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი, უსიამოვნო მოვლენაა. თუმცა, საბედნიეროდ მასთან საბრძოლველად მრავალი გზა არსებობს.  

ჩვენ მოგიყვებით თუ რა მიზეზებია, ის რაც არ გაძინებთ.

1. ნერვული გაღიზიანება და სტრესი. ხშირი მოვლენაა, რომელსაც თან სდევს დეპრესიაც. იმ შემთხვევაში თუ კი, სიმპტომები აშკარაა, საჭიროა კვალიფიციურ სპეციალისტთან ვიზიტი. ამასთან საბრძოლველად კი, მიზეზის აღმოფხვრა საჭირო. ტელევიზორის ყურებას წიგნის კითხვა უნდა ჩაენაცვლოს. ასევე კარგი იქნება რელაქსაციური მასაჟიც. თუკი ამის საშუალება არ გაქვთ, თბილი შხაპიც კარგი არჩევანია.

 2. კოფეინი - ზედმეტად დიდი რაოდენობით კოფეინის გამოყენება, მნიშვნელოვნად მატებს დაძაბულობას. თანამედროვე სამყაროში დღის განმავლობაში 2-3-5 ჭიქა ყავას არაერთი ადამიანი მიირთმევს, რაც ყოვლად დაუშვებელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად უარი ვთქვათ ჩვენ საყვარელ სასმელზე. თუმცა ამისთვის დილაც შესანიშნავი არჩევანია. დაძინებამდე 3 საათით ადრე კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღება დაუშვებელია. სხვათაშორის, კოფეინის დიდ რაოდენობას ჩაიც შეიცვას. ასევე, კაკაო, შოკოლადი, კოკა-კოლა და სხვა ენერგეტიკული სასმელები.

3. არასწორი კვება - ჩვენი ორგანიზმის მუშაობა დიდად არის დამოკიდებული კვების რაციონზე. ხშირად, ჩვენ ვერც ვაკონტროლებთ იმ შემადგენლობას რასაც რაციონი მოიცავს. თუმცა ჩვენზეა არჩევანი, რას მივიღებთ და რას - არა. არის პროდუქტები, რომლებიც იმის ნაცვლად, რომ კომფორტი მოგვანიჭონ, ხელს გვიშლიან და მთელი ორგანიზმი მათ გადამუშავებაზე იხარჯება, რაც ხელს უშლის დაძინებას. საღამოს საათებში კარგი იქნება,  თუკი მსუბუქ საკვებს მივირთმევთ, რომ არც შიმშილმა და არც გადატვირთულობამ არ შეგვაწუხოს. 

4. მოწევა - ნიკოტინი ენერგიის სტიმულატორია, ისევე როგორც კოფეინი. სიგარეტის ნაწილობრივი თავის დანება არ კმარა. საჭიროა ეტაპობრივად მისი სრულად ამოღება. ყოველ შემთხვევაში, თავიდან დაძინებამდე 3 საათი ადრე მასზე უარის თქმა. 

5. ალკოჰოლი - ზოგიერთი ადამიანი, დაძინებისთვის ალკოჰოლს იღებს. ეს წარმოდგენა მცდარია. შესაძლოა ის მართლაც დაგვეხმაროს დაძინებაში, თუმცა მისი ორგანიზმში, ნებისმიერი დოზით, მოხვედრა, ნერვულ სისტემაზე კვალს აუცილებლად ტოვებს.

6. დასვენების არარსებობა - დატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე რთულია დასვენება, თუმცა არა შეუძლებელი. გამოიყენეთ სამსახურში არსებული თუნდაც 1 საათიანი დასვენება. ტვინისთვის ის აუცილებელია. მშვიდი დასვენება აუცილებელია, თუნდაც ეს დროის ფუჭ ხარჯად მოგეჩვენოთ. კარგი იქნება თუ ამ დროს სუფთა ჰაერზე დახარჯავთ.

7. ცუდი სიზმრები - ხშირია, როცა ადამიანს ძილის დროსაც მოუსვენრობა აღენიშნება. ხედავენ ცუდ სიზმრებს.  იცოდეთ, რომ კოშმარები ყველა ჩვენგანს ესიზმრება, ამაში უცნაური არაფერია. საჭიროა, რომ დღის განმავლობაში შევეცადოთ უარყოფით მოვლენებზე არ ვკონცენტრირდეთ. ის, რაც გვაწუხებს, მოვუყვეთ მეგობრებს და არ დავიტოვოთ გულში.

 

8. ძილის რითმის დარღვევა - ხშირად არასწორ დროს და რაოდენობით გვძინავს. ერთი შეხედვით, თავს მხნედ და ჯანმრთელად ვგძნობთ, თუმცა დროთა განმავლობაში ეს იცვლება. ორგანიზმი ვერ ეგუება ამ დისბალანსს. იწყება ისეთი დაავადებების გამოღვიძება, რაც ადრე არ გვაწუხევდა.

9. დიდი ინფორმაციული ნაკადი  -ინფორმაციის დეფიციტი წინა საუკუნეში დარჩა. თუმცა, მეორე უკიდურესობა, უხვი რაოდენობის მოვლენები ყოველდღიურობად იქცა. ინტერნეტისა და მრავალი მასობრივი საშუალების ფონზე ინფორმაცია ქაოსად გარდაიქმნება. რაც მშვიდ მოსვენებას ხელს უშლის. ძილამდე რამდენიმე საათით უარი ვთქვათ ტელეფონებზე. საკუთარი სიმშვიდე შევიგრძნოთ და ნაკლებად ვუყუროთ ლურჯ ეკრანებში.

 10. არაკომფორტული გარემო - იგულისხმება საწოლი, ბალიში, ტანისამოსი, რომელშიც გვძინავს. შესაძლოა საწოლის მდებარეობაც კი პრობლული იყოს ძილის მოსაგვრელად. საჭიროა ინდივიდუალურად და თქვენი გემოვნებით მოაწყოთ საძინებელი, რათა თავი კომფორტულად იგრძნოთ. 

0
0
0
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top