ლოს -ანჯელესთან ახლოს მდებარე დასახლებებში ევაკუაცია განხორციელდა. მოგეხსენებათ ცეცხლი კალიფორნიაში ერთი კვირაა მიმდინარეობს. საჭირო გახდა მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცაია, რადგან არსებობს საფრთხე ცეცხლის გავრცელების.
ცნობილია, რომ ასამდე შენობა განადრუგრადა, 80 ათასი სახლი რისკის ქვეშაა. ცეცხლი ლოს-ანჯელესამდე იწევს, ბევერლი ჰილსის მხრიდან. ორშაბათს ბრენტვუდის რაიონიდან, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავების დასახლებაა, ევაკუაცია განხორციელდა. აშშ-ს ყოფილმა გუბერნატორმა და მსახიობმა, არნოლდ შვარცნეგერმა "ტვიტერ" გვერდზე დაწერა, რომ იძულებული გახდა , ღამის სამ საათზე სახლი დაეტოვებინა.
We evacuated safely at 3:30 this morning. If you are in an evacuation zone, don’t screw around. Get out. Right now I am grateful for the best firefighters in the world, the true action heroes who charge into the danger to protect their fellow Californians. #GettyFire
— Arnold (@Schwarzenegger) October 28, 2019
ასევე, ფაქტს გამოეხმაურა კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი. მან საზოგადოებას მოუწოდა სერიოზულად აღიქვას ცეცხლის გავრცელების რისკს.
Man these LA 🔥 aren’t no joke. Had to emergency evacuate my house and I’ve been driving around with my family trying to get rooms. No luck so far! 🤦🏾♂️
— LeBron James (@KingJames) October 28, 2019
მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიმდინარე დღეები ცეცხლის ჩასაქრობად შესაფერისი ამინდით გამოირჩევა. თუმცა შესაძლოა ქარი კვლავ ამოვარდეს, რაც გაართულებს ცეცხლის ჩაქრობას.