ელიზაბეტ II-ის ფეხსაცმელებს მისი დამხმარეები იცვამენ

ეს პერსონა

ჟურნალმა Hello გამოაქვეყნა ფრაგმენტი ახალი წიგნიდან, რომელიც დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ II-ის პირადი კოსტიუმერის მიერაა დაწერილი. ენჯელი ჯეიმის წიგნის სახელწოდება "მედალის მეორე მხარე: დედოფალი, კოსტიუმერი და გარდერობი".

 გავრცელებულ ფრაგმენტებში მიმოხილულია, ის პერიოდი როცა დედოფალმა ფილმ ჯეიმს ბონდში გადაიღეს. ნათქვამია, რომ ის უყოყმანოდ დასთანხმდა მასში მონაწილეობას. თავად კოსტიუმერს ორი იდენტური ატმისფერი კაბის შეკერვა მოუწია, პირველი დედოფლისთვის, მეორე კი მისი კასკადიორისთვის.  

ნახსენებია დედოფლის ახალ ფეხსაცმელზე. ნათქვამია, რომ დედოფალს ჰყავს ადამიანები, რომლებიც მის ფეხსაცმელს იცვამენ იმისთვის, რომ ახალმა ფეხსაცმელმა არ ატკინოს მას ფეხი.

"ფეხსაცმელი კომფორტული უნდა იყოს. ელიზაბეტ II-ს ყავს ადამიანები ვინც ატარებენ მის ფეხსაცმელს. დედოფალს არ შეუძლია თქვას: მე არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, მე ვერ ვივლი. ამიტომაც მას ნამდვლად აქვს უფლება დამხმარე აიყვანოს, ვინც კომფორტულს გახდის მის ცხოვრებას." - განაცხადა დედოფლის  დიზაინერმა.  

ცნობილია, რომ პრესაში, დედოფლის ქუდების ფერი ყოველთვის დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს. ამიტომაც ღონისძიების ბოლომდე უცნობია, რომელი ფერისა და დიზაინის ქუდს მოირგებს დიდი პრიტანეთის საყვარელი დედოფალი. 

წიგნში საუბარია, ასევე სამეფო პროტოკოლზე. შემთხვევაზე, როცა მიშელ ობამა დედოფალ II-ს ჩაეხუტა. რაც პრესამ პროტოკოლის დარღვევად ჩაუთვალა. 

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top