პირველი არხის ოპერატორის სამძებრო სამუშაოები განახლდა

ეს პერსონა

დღეს დილიდან განახლდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, სანდრო ბერაძის სამძებრო სამუშაოები. მას სამი დღე უშედეგოდ ეძებენ. ოჯახის ახლობლები სანდროს გაუჩინარებას მისი აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებით ხსნიან და თვითმკვლელობის ვერსიაზეც საუბრობენ.

სანდრო ბერაძის მეგობრების თქმით, ოპერატორის ძებნაში ძალოვანი სტრუქტურების გარდა ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლებიც არიან ჩართულნი.

როგორც 29 წლის დაკარგული ოპერატორის ახლობლები ამბობენ, ძიებას ჯერჯერობით არანაირი კვალი არ აქვს. ბოლო კვალი, რომელზეც პოლიცია გავიდა იყო პარასკევს, როდესაც სანდრო ბერაძემ დიდუბის რაიონში, ერთ-ერთი ბანკომატიდან გარკვეული თანხა მოხსნა.

ინფორმაციის ქონის შემთხვევაში დარეკეთ:

  • 599 72 23 10;
  • 577 25 00 45;
  • 599 57 99 34.
ტეგები:
0
0
0
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top