ქუთაიში ობიექტიდან გადავრდნილი მუშის მდომარეობა მძიმეა

ეს პერსონა

ქუთაისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გუშინ გადავარდა.

"წვივი, ბარძაყი, მენჯი და ნეკნები გატეხილია. ელენთა და ღვიძლი დაზიანებულია. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,"-  განაცხადა  იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერმა ირაკლი გოგინავამ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია, სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top