"შმაქსისტების" წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს - მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

ეს პერსონა

"შმაქსი"-ს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ დევნას "გირჩი" აპროტესტებს. 

პარტიის წევრები, მხარდამჭერებთან და "შმაქსისტებთან" ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი კოლონით, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლებენ და საპროტესტო აქციას გამართავენ.

ზურა ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელ აქციას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს: შეწყდეს "შმაქსებზე" ნადირობა; გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს ადამიანებს, როგორც შმაქსისტებს, ასევე, ტაქსისტებს; გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა.

მისივე თქმით, პატრულმა "შმაქსისტებზე ნადირობა" უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ შმაქსისტები პოლიციას საგანმანათლებლო პროექტზე უყვებიან, მათი უმეტესობა ჯარიმებს მაინც წერს - განმარტა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, "შმაქსი" მიმდინარე წლის სამ ოქტომბერს, მერიის მიერ ტაქსებისადმი დაწესებული რეფორმების საპასუხოდ დაფუძნდა. ამ დროისთვის 500-ზე მეტი "შმაქსისტია" რეგისტრირებული. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top