"ალბათ, გამორიცხავენ, კატებს, ძაღლებს და სხვადასხვა ცხოველებს" - რას წერენ facebook მომხმარებლები შსს-ს განცხადებაზე

ეს პერსონა

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც გუშინ მომხდარ კიბერთავდასხმას ეხებოდა, სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება მოყვა. facebook-ის მომხმარებლები განცხადებას ცინიზმით გამოეხმაურნენ. კერძოდ, იმ მონაკვეთს, სადაც წერია, რომ საიტებზე თავდასხმა ან ქვეყნის შიგნით მყოფებმა განახორციელეს,  ან ქვეყნის გარეთ მყოფმა პირებმა:

"შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან" - წერია განცხადებაში. 

განცხადებას სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი აზიარებს სხვადასხვა კომენტარით:

"არა რა, ასეთი სერიოზული მიღწევა გამოძიებაში იშვიათია.

,,ან ქვეყნის შიგნიდან დაგვესხნენ თავს ან გარედან" მიღწევა ისაა, რომ უცხოპლანეტელები და მიწისქვეშეთი გამოირიცხა"

"24 საათის მერე, გამოვიდა ხელისუფლების ძალოვანი უწყებები და განაცხადეს, რომ დაადგინეს, კიბერ შეტევა შესაძლოა განხორციელებული იყოს, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე რომელიმე უცხო სახელმწიფოდან.
მადლობა. შემდეგი იქნება, ალბათ, გამორიცხავენ, კატებს, ძაღლებს და სხვადასხვა ცხოველებს და შეჯერდებიან, რომ ეს აქტი ადამიანის მიერ იყო განხორციელებული, ან ქვეყნის შიგნიდან, ან ქვეყნის გარედან" - წერენ facebook მომხმარებლები. 

 

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top