მამუკა მდინარაძე და ირმა ინაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ვიდეო

ეს პერსონა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები მამუკა მდინარაძე და ირმა ინაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

კანონმდებლებს შორის ცხარე კამათის მიზეზი საკრებულოს შუალედური არჩევნები და შედეგები იყო.

ირმა ინაშვილმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური კლასისთვის შუალედური არჩევნები უინტერესო იყო და მიღებული შედეგები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ აისახება.

ინაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ რეალური რეიტინგი 12-15 პროცენტია მაშინ, როცა პარტიის წევრები თავად ამბობენ, რომ მათი რეიტინგი 60-პროცენტამდე მერყეობს.

ირმა ინაშვილის განცხადებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძემ ოპოზიცია გაყალბებული სტატისტიკის წარდგენაში დაადანაშაულა და სხვადასხვა დროს ჩატარებული არჩევნების შედეგებზე ისაუბრა. ამასთან, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთო მესიჯი გამოსდით.

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top