რა გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს აღორძინების პროექტს

ეს პერსონა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე,  ბიძინა ივანიშვილი "წყალტუბოს აღორძინების პროექტს" გეგმავს. ამის შესახებ განცხადება  "ქართული ოცნების" პრესსამსახუმა გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ  ივანიშვილი წყალტუბოში ყველა სასტუმროსა და ბალნეოლოგიური აბანოს გამოისყიდის და მათ სრულ რეაბილიტაციას განახორციელებს. ფაქტს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი, მათ შორის პოლიტიკოსები წერენ რომ ეს არის, ივანიშვილის მხრიდან  მორიგი გრანდიოზული ქველმოქმედება და უმაღლესი სოციალური პასუხისმგებლობა. ამასთან  მიუთითებენ, რომ ეს პროექტი, ტურისტული და ეკონომიკური კუთხით ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პოზიტიური სიახლეა. საზოგადოების ნაწილი საკითხს სკეპტიკურად უყურებს. ზოგიერთი Facebook მომხმარებელი წერს, რომ  ივანიშვილის მხრიდან აღნიშნული ინიციატივა,  საქართველოში ერთ-ერთ უძვირფასი კურორტის ხელში ჩაგდების მცდელობაა.

 

 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top