საავადმყოფოების დაფინანსების სისტემა იცვლება  

ეს პერსონა

"მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა"- ამ სახელწოდებისაა რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, წარადგინა. რეფორმაში ერთ-ერთი მთავარი სიახლე საავადმყოფოების ახალი დაფინანსების სისტემაა. გეგმის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ყველა კლინიკაში სერვისების ტარიფები გათანაბრდება. ანუ, კონკრეტული ქირურგიული ჩარევის თუ სხვა მომსახურების ფასი სხვადასხვა საავადმყოფოში ერთი და იგივე იქნება:

"ყველა ჯანდაცვის ობიექტი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მსგავსად რეგულირდება. ეს იძლევა საშუალებას, რომ სახელმწიფომ შეძლოს და მართოს ხარისხი და იყოს ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენცია" - განაცხადა ეკატერინე ტაკარაძემ. 

მისი განმარტებით, ამ სისტემაზე გადასვლა სამედიცინო დაწესებულებებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს, ბაზარს დაარეგულირებს და მართვის ხარისხს გააუმჯობესებს, რაც, საბოლოოდ, პაციენტებისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს. მინისტრის თქმით, რეფორმის საჭიროება გაჩნდა იმიტომ, რომ სახელმწიფოს მაღალი დანახარჯების მიუხედავად, პაციენტებს მუდმივად, დამატებით უწევთ ფულის გადახდა საკუთარი ჯიბიდან. 
რეფორმა მედიკამენტების ფასების დარეგულირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ტექნოლოგიურ სიახლეებსაც გულისხმობს.

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top