"როცა კიბო არ გკლავს და გკლავენ ექიმები" - ინგოროყვას კლინიკის ექიმს ქიმიოთერაპიის არასწორად დანიშვნაში ადანაშაულებენ

ეს პერსონა

ონკოლოგიური პაციენტის, ზურაბ ჭანჭალეიშვილის მეუღლე, თათული თეთრაული, ინგოროყვას სახელობის კლინიკის ქირურგს, შალვა ჭოველიძეს ქომიოთერაპიის არასწორად დანიშვნაში ადანაშაულებს. საქმე ეხება სათესლე ჯირკვლის სიმსივნის ამოსაკვეთად ჩატარებულ ოპერაციას, რომლის შემდეგაც, თათული თეთრაულის თქმით, მის მეუღლეს ექიმმა ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი დაუნიშნა მაშინ, როცა მას ეს არ სჭირდებოდა. პაციენტის მეუღლე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქირურგს მიმართავს:

"როცა კიბო არ გკლავს და გკლავენ ექიმები....

მაქვს კითხვა ბატონ შალვა ჭოველიძესთან, ბატონო შალვა, ხედავდით ჩემს განადგურებულ თვალებს და მაინც გაგვწირეთ რამოდენიმე თვიანი ტანჯვისთვის....( რისთვისაც არ გაგვიმეტეს უცხო ქვეყნის ექიმებმა) რატომ??????" - წერს თათული თეთრაული.

ექიმი ოჯახს პასუხობს და ამტკიცებს, რომ ქიმიოთერაპია, პროფილაქტიკის მიზნით, პაციენტისთვის აუცილებელი იყო:

"ამ შემთხვევაში, პროფილაქტიკის მიზნით, კარგი ვარიანტი იქნებოდა ქიმიოთერაპიის 3-4 კურსის ჩატარება. საქართველოში არ იცავენ წესებს და გამოკვლევებს არ იტარებენ. ქიმიოთერაპიას, პროფილაქტიკის მიზნით, ჩვენ ყოველთვის ვნიშნავთ" - ამბობს შალვა ჭოველიძე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top