სასამართლო განმარტავს თუ რატომ არ ცნო დაზარალებულად 20-21 ივნისის საქმეზე 15 პირი, მათ შორის მაკო გომური

ეს პერსონა

თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს თუ რატომ არ იქნა დაზარალებულად ცნობილი 20-21 ივნისის საქმეზე დაზალებულად 15 პირი. უწყების განმარტებით, პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული სს საქმეში კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან. ასევე, აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ, რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი.

"2019 წლის 25 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული აქციის მონაწილის მაია გომურის და სხვათა საჩივარი დაზარალებულად ცნობის თაობაზე.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს და თანდართულ მასალებს, შეისწავლა საქმის ყველა გარემოება, შეაფასა გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგები, ასევე, მომავალში ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების აუცილებლობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი და პირის ბრალდებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი თანაბარია, მაგრამ პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული სს საქმეში კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან. ასევე, აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი.

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე კვლავ მიმდინარეობს გამოძიება, ჩასატარებელია საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში დაზარალებულად ცნობის საკითხი შემდგომში კვლავ შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი.

სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება." , - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top