"ყველა შეხვედრისას “საქართველო ანოსია საქართველო ვანოსია...” მიმღეროდა" - მეგობრები სანდრო ბერაძეს იხსენებენ - ვიდეო

ეს პერსონა

"დღეში რამდენჯერაც არ უნდა მენახა ყველა შეხვედრისას “საქართველო ანოსია საქართველო ვამოსია...” მიმღეროდა... ბოლოს პარასკევს ვნახე 3 საათზე სამსახურიდან საქმეზე გავრბოდი უკან მოსდევდა ჩემს მანქანას და ისევ მიმღეროდა მთელ ხმაზე მაგ სიმღერას ... ნეტა მცოდნოდა რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნებოდა... მანქანას გავაჩერებდი ... მშვიდობით მეგობარო..." - მეგობრები სანდრო ბერაძეს იხსენებენ.

 

საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ცხედარს მაშველებმა და ოჯახის წევრებმა დღეს მიაგნეს. როგორც ახლობლები ამბობენ, სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული და თვითმკვლელობის მცდელობები აქამდეც ჰქონდა. „პირველი არხის“ ცნობით, ცხედარს ცხვარიჭამიასთან მიაგნეს, სადაც ბერაძე ბოლოს ნახეს. სანდრო ბერაძის მამა და ძმა ადგილზე იმყოფებიან, დედა კი მიჰყავთ შემთხვევის ადგილზე. ახლობლები სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. "ეSპერსონა" უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.
2
1
1
62
7
კომენტარები
ეს პერსონა
Top