ანა დოლიძე სანდრო ბერაძის გარდაცვალებას ეხმაურება

ეს პერსონა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, სანდრო ბერიძის, გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე, რომელსაც უკვე მეოთხე დღეა ეძებენ, ცხვარიჭამიას მიმდებარე ტერიტორიაზე, ლელუბანში ტაქსმა დატოვა. სანდროს გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 26 ოქტომბერს გავრცელდა. დაკარგულის დედა ამბობდა, რომ შვილს ბოლოს, 25 ოქტომბერს, შუადღისას, ტელეფონით ესაუბრა. დედის თქმით, სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, რის გამოც ბოლო სატელეფონო საუბრისას, დედას ბოდიში მოუხადა. „შუადღისას დამირეკა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. დაგვემშვიდობა, მეც თავის ძმასაც ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, აღარ ვაპირებ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ყოფნასო“, - ამბობდა დედა.

0
0
2
23
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top