31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართება

ეს პერსონა

31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.  ამის შესახებ საპატრიარქოს წარმომადგენელმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. გადაწყვეტილება სინოდის სხდომის ჩანიშვნის შესახებ საქართველოს პატრიარქმა მიიღო. 

“მინდა ძალიან გთხოვოთ ჟურნალისტებს და მეგობრულად გირჩიოთ, რომ სანამ არ გექნებათ დაზუსტებული ინფორმაცია ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ნუ გააკეთებთ წინდაწინ მკვეთრ განცხადებებს. ისედაც საზოგადოება დაძაბულია, ელოდება ეკლესისაგან განმარტებების გაკეთებას და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და გზაჯვარედინებზე მოსმენილ ამბებს ნუ მოუყვებით ჩვენს საზოგადოებას. ეს ძაბავს ჩვენს საზოგაოდებას და იწვევს უარყოფითად მათ დამუხტვას.

დღეს რამდენჯერმე მოვისმინეთ მედიასაშუალებებით ინფორმაცია, თითქოსდა, პატრიარქი განარიდეს ქალაქს და ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით. ეს არის ყველაფერი მტკნარი სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება. მისი უწმინდესობა ხშირად ტოვებს ხოლმე დედაქალაქს, ქალაქის მახლობლად რეზიდენციაში ის ატარებს რამდენიმე დღეს და ისევ ბრუნდება ქალაქში”, – განაცხადა ბოტკოველმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top