მიხეილ სააკაშვილი: 2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება... არ დაგვცალდა მაშინ, მაგრამ ცოცხლები ვართ, ძალაც გვერჩის

ეს პერსონა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვით ეხმაურება. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, წყალტუბოს განვითარება მან ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, თუმცა "არ დასცალდა".

„2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება. ჩვენ ავუშენეთ დევნილებს ახალი ბინები, გამოვიყვანეთ ისინი სანატორიუმებიდან და შემდეგ უკვე დავიწყეთ ამავე სანატორიუმების განვითარება, რათა ამავე დევნილებს ჰქონოდათ სამუშაო და შემოსავლის წყარო. მე სპეციალურად ვიმოგზაურე მარაქეშში, მაშინდელ მაროკოში და ავიღეთ ზუსტი ასლი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასტუმროს „მამუნიასი“ და ამ ზუსტ ასლს ვაშენებდით სანატორიუმ, ყოფილ „შახტიორის“ ადგილზე.

რა თქმა უნდა, წყალტუბო იქნება, როგორც ვვარაუდობდი, უკვე დიდი ხნის დამთავრებული. 2013 წლის ბოლოს ეს იქნებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კურორტი, როგორც გავაკეთე ბათუმი. არ დაგვცალდა მაშინ, მაგრამ ცოცხლები ვართ, ძალაც გვერჩის, გეგმებიც გვაქვს და ზუსტად ვიცი, რა როგორ გავაკეთო. ივანიშვილი ემზადება ხელისუფლების დაკარგვისთვის და უკვე ახლა ამზადებს ხალხს, რომლებიც გარანტიას მისცემენ, რომ მის ქონებას არ შეეხებიან. იმიტომ არის ეს ვითომ პარტიული ინიციატივები, რომ თურმე ხალხი უნდა გაძარცვოს და თურმე ეს უნდა შერჩეს. ვერ მივართვით", - განაცხადა სააკაშვილმა. 

 

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top