ტეილორ სვიფტის ფანებმა სელენა გომესს, კიმ კარდაშიანის საცვლებში გადაღებული ფოტო წააშლევინეს

ეს პერსონა

ამერიკელი მომღერალი სელენა გომესი საკუთარი მეგობრის, ტეილორ სვიფტის ფანების სამიზნე გახდა. აღნიშნულის მიზეზი ფოტო გახდა,  რომელშიც 27 წლის სელენა, კიმ კარდაშიანის საცვლების ბრენდ SKIMS-ში პოზირებს.
სვიფტის ფანებმა გომესს ეს არ აპატიეს და შეახსენეს ტეილორთან ხანგძლივი მეგობრობის შესახებ.
ფანების შემოსევამ შედეგი გამოიღო - სელენამ კიმ კარდაშიანის საცვლებში გამოქვეყნებული ფოტო წაშალა. ამის მაგივრად მომღერალმა სვიფთან გადაღებული სელფი ინსტაგრამის სთორიში დაპოსტა.
„მაგისთვის მოვკდები. მადლობა, რომ ყოველთვის გვერდში მიდგახარ. ძალიან ბევრი რამ მასწავლე, ყველაფერი ჩემთან ერთად გამოიარე, დარჩი ჩემთან და შემახსენებ, ვიყო უკეთესი ადამიანი. მთელი ცხოვრება შენ გვერდით ვიქნები".

ასე რამ გაანაწყენა სვიფტის ფანები? - კიმ კარდაშიანის ქმარი ქანიე უესტი გახდა, რომელმაც 2009 წელს MTV-ის Video Music Awards-ზე მომღერალს მიკროფონი გამოსტაცა და განაცხადა, რომ ტეილორი ქალი შემსრულებლის საუკეთესო ვიდეოკლიპისთვის არ უნდა დაეჯილდოვებინათ, რადგან ამ კატეგორიაში ბიონსეს უნდა გაემარჯვა.
დაპირისპირება ქანიესა და სვიფტს შორის 2016 წელს განახლდა, როცა რეპერმა გამოუშვა ახალი სიმღერა, სახელწოდებით „Famous“. სიმღერის ტექსტში უესტი ამტკიცებს, რომ მან გახადა „ეგ ძ*კნა პოპულარული“. თავად ტრეკის ვიდეოკლიპში ტეილორ სვიფტის შიშველი ცვილის ფიგურა ქანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის გვერდით წევს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top