ლიბანის პრემიერ-მინისტრი მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე გადადგა

ეს პერსონა

ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი გადადგა. განცხადება ამის შესახებ მან საპროტესტო გამოსვლების ფონზე გააკეთა, რომელიც ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში გრძელდება.
სატელევიზიო გამოსვლაში  ჰარირიმ თქვა, რომ ქვეყანა ჩიხში შევიდა და მას შეზანზარება სჭირდება კრიზისიდან გამოსასვლელად.
თავდაპირველად ქვეყანაში პროტესტი გამოიწვია მთავრობის გეგმამ, გადასახადი დააწესოს WhatsApp-ის ზარებზე. უკმაყოფილება მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მოსახლეობა ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ეკონომიკურ კრიზისში ადანაშაულებს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top