გიორგი მარგველაშვილი: პრემიერმა რომ თქვას - მოდი ერთი დავჯდეთ და პატრიარქის გადადგომაზე დავილაპარაკოთო - ასეთი ანეკდოტიც არ არის ჩვენი ხელისუფლება

ეს პერსონა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეუფე იაკობის განცხადებები „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ შეაფასა.  მარგველაშვილს პატრიარქ ილია მეორის წინააღმდეგ ხელისუფლების შეთქმულების არ სჯერა. 

"ამ სახელმწიფოშიც ძალიან ბევრი რამ არის მოშლილი, მაგრამ ასე აბსოლიტურად გაუგებრად პრემიერმა, რომ თქვას მოდი ერთი დავჯდეთ და პატრიარქის გადადგომაზე დავილაპარაკოთო, ასეთი ანეგდოტიც არ არის ჩვენი ხელისუფლება. ინსტიტუციურად ძალიან ბევრი რამ მოიშალა, მოიშალა წესები, მოიშალა თვითონ იერარქია ხელისუფლებაში და ყოველდღიურად ამ ყველაფრის ნგრევა მიმდინარეობს, მაგრამ ასეთი ანეკდოტიც არ არის, რომ მოდი, რომელიმე ეპისკოპოსს დავუძახოთ და პატრიარქის მოშორებაზე ვესაუბროთ.

როდესაც ხდება რაიმე ტიპის მოლაპარაკებები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ეს არ არის უკანონობა, მე როგორც მინისტრი, ხშირად ვხვდებოდი ხოლმე სასულიერო პირებს. გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი არ იყვნენ უახლოესი თანამოაზრეები და მოკავშირეები ერთმანეთისთვის და ამ ვითარებაში წარმოგიდგენიათ, რომ რაიმე საჩოთირო საკითხზე პარტნიორობდნენ.

ასეთ შეხვედრაზე პოლიტიკოსი დადის მხოლოდ უახლოეს მოკავშირეებთან ერთად, კვირიკაშვილი არ წავიდოდა ისეთ შეხვედრაზე ამ პერსონებთან ერთად, რომელიც არ იქნებოდა სრულიად გამჭირვალე ჩარჩოებში. ვინც გიორგის იცნობს წარმოუდგენია, რომ მან რაიმე საკითხი შეიძლება წარმოშვას პატრიარქის ნების საწინააღმდეგოდ... გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის გადაყენების საკითხში კვირიკაშვილი მონაწილეობდა", - განაცხადა მარგველაშვილმა. 

შეგახსენებთ, ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ „ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top