საქართველოში 36 მუნიციპალიტეტიდან 22-ს უფლებამოსილების განსახორციელებლად საკუთრებაში შენობა არ აქვს

ეს პერსონა

საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან 22-ს საკუთრებაში არ აქვს საკმარისი რაოდენობის შენობა საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს. 

წალკის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, რომელსაც საკუთრებაში მერია/საკრებულოს შენობაც კი არ აქვს და სახელმწიფო საკუთარებაში არსებული შენობით უსასყიდლოდ სარგებლობს. 

 უფლებამოსილებების განსახორციელებლად შენობების დაქრივება და ქირაში თანხის გადახდა უწევს ბორჯომის, მარნეულის, რუსთავის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, თიანეთის, ონის, ლენტეხის, ზუგდიდის, ბათუმის, ტყიბულის, საჩხერისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები თვითმმართველობების გაძლიერებისათვის და მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში გადასცენ ყველა ის ქონება, რაც, ერთის მხრივ, აუცილებელია მათი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მეორეს მხრივ კი მუნიციპალიტეტებს გაუჩენს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top