გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა სცენიდან ჩამოსვლის დროს ცხვირი გაიტეხა - ვიდეო

ეს პერსონა

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა პეტერ ალტმაიერმა კონფერენციზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ცხვირი გაიტეხა. ალმაიტერი სცენიდან ჩამოდიოდა, როდესაც კიბეზე ფეხი დაუცდა და წაიქცა. წაქცევის შემდეგ მინისტრმა რამდენიმე წუთით გონებაც დაკარგა. 

ინციდენტის გამო მინისტრი დაუყონებლივ საავამდყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით ცხვირის ძვლის მოტეხილობის გარდა ალმაიტერმა სხეულის დაჟეჟილობებიც მიიღო.

"პანიკური მომენტის შემდეგ საავამდყოფოში ექიმებმა ძალიან კარგად იზრუნეს ჩემზე" - განაცხადა მინისტრმა.

მედიასაშუალებებმა, რომლებიც ალმაიტერის გამოსვლას აშუქებდნენ, დაცემის კადრები პირდაპირ ეთერში არ გაუშვეს. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top