მსოფლიოს მასშტაბით სად შეიძლება დაბალ ფასებში იმოგზაუროთ

ეს პერსონა

მსოლფიოში რამდენიმე ადგილი არის, სადაც შეგიძლიათ დაბალ ფასად იმოგზაუროთ. დაზოგილი ფინანსები კი საშუალებას მოგცემთ მოინახულოთ რაც შეიძლება მეტი ადგილი. 

დღეისთვის გთავაზობთ 4 ადგილს, სადაც საშუალოდ ერთი დღე 30 დოლარი დაგიჯდებათ.

ლაოსი - მდებარეობს ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. აქ ერთი დღე 30 დოლარი დაგიჯდებათ. ამ ფასში კი შედის როგორც ღამის გათევა ასევე, კვება, გადაადგილება და მათ შორის მობილური ინტერნეტის ყიდვაც. 
კვება: 3-9 დოლარი დაგიჯდებათ; ჰოსტელი: 5-10$; ტრანსპორტი: 6-15$; 

ჩრდილოეთ ტაილანდი - ეს არის რეგიონი, სადაც ჯერ კიდევ ტყეში სპილოები მუშაობენ. აქ მოგზაურობის დროს უნდა დარჩეთ ჩრდილოეთით. თუ სამი ადამიანი ერთდროულად გადაწყვიტავთ მოგზაურობას, მაშინ შეგიძლიათ მანქანაც იქირაოთ და ერთი დღე 30 დოლარი დაგიჯდებათ. 5
კვება: 5-10 დოლარი დაგიჯდებათ; ჰოსტელი: 5-10$ ღირს და ხშირ შემთხვევაში ამ ფასში დილის კვებაც შედის; ტრანსპორტი: მოტოციკლეტის ან მანქანის დაქირავება 6-10$ დაგიჯდებათ; ხოლო 7%-ად 1.5GB ინტერნეტსაც შეიძენთ.

ინდოეთი - იგი მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. გამგზავრებამდე აუცილებელი რამდენიმე სამედიცინო შემოწმება და მედიკამენტის მიღება აუცილებელია. აქ ერთი დღე საშუალოდ 20 დოლარი დაგიჯდებათ და ამ ფასში შედის როგორც კვება, ასევე ღამის თევა და ტრანსპორტირება.
კვება: 3-6 დოლარი დღეში; საოჯახო ტიპის ჰოსტელი: 4-8 დოლარი ღირს; ტრანსპორტი: 1-3$; 

ინდონეზია - იგი არქიპელაგს წარმოადგენს, რომელიც 17 508 კუნძულს მოიცავს. აქ ერთი დღე საშუალოდ 30 დოლარი დაგიჯდებათ. თუმცა შესაძლებელია გაცილებით ძვირიც დაგიჯდეთ თუ თქვენ ტრანსპორტირებას სწორად ვერ აარჩევთ. 
კვება: 5-15$; ჰოსტელი: 5-10$ ღირს და ზოგი მათგანი დილის კვებასაც გთავაზობთ; მოტოციკლეტის დაქირავება: 8-15$ დაგიჯდებათ; 

გისურვებთ საინტერესო მოგზაურობას.


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top