პირველად საქართველოს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ესტუმრებიან

ეს პერსონა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს. 

ღონისძიების ფარგლებში პირველად საქართველოს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ესტუმრებიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი პროექტის ფარგლებში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების წამყვან ტურ-ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართონ.

საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით გამართულ პირველ მასშტაბურ ღონისძიებაზე ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და "თურქეთის ავიახაზების" გენერალური მენეჯერი საქართველოში შერაფეთთინ ექიჯი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top