დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების პრეზენტაცია გაიმართება

ეს პერსონა

დღეს, 30 ოქტომბერს, თბილისში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების პრეზენტაცია გაიმართება. 

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია მოწვეულ სტუმრებს საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების, მექანიზმის ამოქმედების მნიშვნელობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცის მიაწვდის.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრება. პრეზენტაციას ასევე საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top