ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი იწყება

ეს პერსონა

30-31 ოქტომბერს, თბილისში, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ავრცელებს. 

ფორუმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: ნატო-ს საქართველოს ურთოერთობები და თანამშრომლობის მექანიზმები, შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჰიბრიდული გამოწვევები, ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდები.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top