პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე, ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“ ჯილდო მიენიჭა

ეს პერსონა

პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე, ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა. პროექტი ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა. დაჯილოდების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად დაესწრო და  სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა დელეგატები მუცოში დაპატიჟა და აღნიშნა, რომ ამ სოფლის დათვალიერება სხვა სამყაროსა და სხვა საუკუნეში მოგზაურობას ნიშნავს. 

"მიმაჩნია, რომ ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მისია საქართველოს ევროპაში დაბრუნებაა. ევროპაში კი ჩვენ ასე ვბრუნდებით – კულტურით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top