ვახტანგ გომელაური: ვერ წარმომიდგენია, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენების თემა ვინმემ განიხილოს, ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური არ ადასტურებს მეუფე იაკობის იმ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გომელაური შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც პატრიარქის, ილია მეორეს გადაყენების საკითხზე მსჯელობდნენ. 

„ვერ წარმომიდგენია, ეს თემა ვინმემ საერთოდ განიხილოს, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენების თემა. არ შემდგარა, ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ და რა ვერსია უნდა მოგიყვეთ. გამოძიებაზე გააკეთა გენერალურმა პროკურორმა განცხადება, თქვა, რომ არ ვაპირებთ გამოძიების დაწყებასო. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს სიმძიმეს, დანაშაული არის თუ არ არის. შსს-ც რომ საქმეს აღძრავს, გამოძიების დაწყებას პროკურატურას უთანხმებს, ანუ ზედამხედველია. პროკურორმა თქვა, განცხადება გააკეთა და მე რატომ მეკითხებით?“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობის განცხადებით,  ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top