"ამდენ უმადურს ცოცხლად გავატყავებდი და შემდეგ დავწვადი" - ლუკა კურტანიძე ივანიშვილზე კრიტიკოსებს ემუქრება

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის პრორექტორი სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს დაემუქრა ვინც, ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით აკრიტიკებდა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ანგრევენ კოცონზე უნდა დაიწვან.

"ჩვენ ოდითგანვე, იმ ადამიანებს, რომლებიც ერის კაცები იყვნენ ეს იყო ილია ჭავჭავაძე, რომელიც ერის მამად ვაღიარეთ მას შემდეგ, როცა ტყვია დავადეთ შუბლში, ვაჟა ფშაველას სულელს ვეძახდით და მერე გენიოსად ვაღიარეთ, ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც თავის საქმით ქვეყანას ევლება თავს. მე ჩემი ემოციური სიტყვა თუ დავწერე, რომ ყველა უნდა გავუფრთხილეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ერისთვის უდიდეს საქმეს აკეთებენ. ის უნდა გაიგოთ, რომ თქვენისთანა ადამიანებზე(ჟურნალისტს) ასე იყო ძველ ევროპაში, რომ ადამიანი, რომლებიც ქვეყანას ანგრევდა კოცონზე წვავდნენ - ეს არის ემოცია, რომელიც გადატანითი მნიშვნელობითაა, თქვენისთანა ადამიანთან რომ ვლაპარაკობ მაშინაც მეზიზღება ჩემი თავი" - ამბობს ლუკა კურტანიძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top