„ჯოკერის“ ნიღბები მსოფლიო საპროტესტო მოძრაობების სახე გახდა

ეს პერსონა

ტოდ ფილიპსის „ჯოკერი“ პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. ჰოაკინ ფენიქსის გმირის გამოსახულებიანი ნიღბები სულ უფრო ხშირად ჩნდება სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, იქნება ეს ჩილე, ლიბანი, ერაყი თუ ჰონგ-კონგი.

France24 წერს, რომ პროტესტის მონაწილეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით „ჯოკერის“ მაკიაჟს იკეთებენ. ლიბანში გრაფიტი არტისტების ჯგუფმა, სახელწოდებით „აშეკმ“ დახატეს უზარმაზარი გრაფიტი, რომელზეც ფენიქსის ჯოკერს მოლოტოვის კოქტეილი უჭირავს.
ფილმის გამოსვლისთანავე კინოკრიტიკოსთა ნაწილი შიშობდა, რომ ტოდ ფილიპსის ფილმი ძალადობას წააქეზებდა, თუმცა არავინ არ ელოდა, რომ ჰოაკინ ფენიქსის ჯოკერი მსოფლიოს მასშტაბით საპროტესტო მოძრაობების სიმბოლო გახდებოდა. პროტესტის მონაწილეებმა ფენიქსის გმირის გამონათქვამებიც აიტაცეს, მაგალითად, „ჩვენ ყველანი ჯამბაზები ვართ“. აღნიშნული წარწერა ქანდაკების კვარცხლბეკს ამშვენებს ჩილეს ქალაქ ლოს ანჰელესში.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top