„დრაკონების საგვარეულო“ – HBO „სამეფო კარის თამაშების“ სპინოფის გადაღებას აპირებს

ეს პერსონა

ამერიკულმა საკაბელო სატელევიზიო გიგანტმა HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ სპინოფის „დრაკონების საგვარეულოს“ გადაღებას აპირებს. უკვე შეკვეთილია ახალი სერიალის 10 სერია.  
„დრაკონების საგვარეულოს“ მოვლენები „სამეფო კარის თამაშებამდე“ 300 წლით ადრე განვითარდება. ახალი ისტორია დაეფუძნება ჯორჯ მარტინის წიგნს „ცეცხლსა და სისხლს“ და ის ტარგარიანების ოჯახის ისტორიას მოგვიყვება, გვპირდებიან HBO-ში.
საკაბელო ტელევიზიის ქსელს ჯერ არ დაუკონკრეტებია, როდის ვიხილავთ ახალ სერიალს.
„დრაკონების საგვარეულოს“ გადაღების შესახებ ახალი სთრიმინგ პლატფორმის HBO Max-თან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. HBO-ის ახალმა სერვისმა კონკურენცია უნდა გაუწიოს Netflix-სა და Walt Disney Co.-s. HBO Max-ის გაშვება 2020 წლის მაისში იგეგმება და მისი ღირებულება თვეში 15 დოლარი იქნება.
 გუშინ ჰოლივუდურმა გამოცემებმა დაწერეს, რომ HBO-მ გადაიფიქრა „სამეფო კარის თამაშების“ პრიქველის გადაღება, სადაც მთავარი როლი ნაომი უოთსს უნდა შეესრულებინა. 
  

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top