საუკუნის ბოლოსთვის ზღვის დონის მატებით დაზარალებულთა რიცხვი გასამმაგდება

ეს პერსონა

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზღვის დონის მატებით დაზარალებულთა რიცხვი სამჯერ გაიზრდება. ასეთ დასკვნამდე მივიდა  აშშ-ის არაკომერციულმა ახალი ამბების ორგანიზაციამ Climate Central-მა თავის ახალ კვლევაში.

ორგანიზაციის გათვლებით, 190 მილიონი ადამიანი იცხოვრებს რეგიონებში, რომლებიც 2100 წლისთვის ზღვის მოქცევის დონეზე დაბლა აღმოჩნდება.

მკვლევართა ჯგუფმა გამოთვალა, რომ ამჟამად უკვე 110 მილიონამდე ადამიანი იკავებს აღნიშნულ ტერიტორიებს, რომლებიც სხვადასხვა სანაპირო თავდაცვითი საშუალებებითა დამაგრებული.

კვლევის მიხედვით, მაშინაც კი, თუ სათბური აირების გამოფრქვევა შემცირდება, 6 აზიურ ქვეყანაში ( ჩინეთში, ბანგლადეშში, ინდოეთში, ვიეტნამში, ინდონეზიასა და ტაილანდში), დაახლოებით 237 მილიონი ადამიანი  სანაპიროს ყოველწლიურ დატბორვას შეეჩეხება 2050 წლისთვის. ამ ეტაპისთვის რისკის ქვეშ მცხოვრებთა რაოდენობა აღნიშნულ ქვეყნებში 183 მილიოს შეადგენს. შედარებისთვის, თუ ჩინეთში ამ ადამიანთა რიცხვი 29 მილიონს აღწევს, 2050 წლისთვის მათი რაოდენობა 93 მილიონამდე გაიზრდება.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top