ელისო კილაძე: ინტერნეტში სასულიერო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოჩნდება

ეს პერსონა

"ქრონიკა +"-ის რედაქტორი ელისო კილაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, წყარომ მას მიაწოდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება მაღალი იერარქიის სასულიერო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. 

"ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდება საეკლესიო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები" - ამის შესახებ სკანდალური განცხადებებით გამორჩეულმა ელისო კილაძემ, "მთავარი არხის" ეთერში "სხვა ნანუკა"-ში განაცხადა.  ის ამბობს, რომ არ იცის ვინ გაავრცელებს ამას. მას თავის წყაროში ეჭვი არ ეპარება. "ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო ეს ინფორმაცია და გულით მინდა, რომ არ გამართლდეს. წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს."- აღნიშნა მან. 

კილაძის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ ეს კადრები კასრებში ნაპოვნი "კასეტების" გაგრძელებაა.

 

 

0
1
3
2
4
კომენტარები
ეს პერსონა
Top