Twitter-ზე პოლიტიკური რეკლამა აიკრძალება

ეს პერსონა

ონლაინ მიკრობლოგი "ტვიტერი", თავის პოლიტიკას ცვლის. კომპანიამ განცხადება გააკეთა, რის მიხედვითაც აღნიშნულ პლატფორმაზე აიკრძალება პოლიტიკური რეკლამის განთავსება მთელი მსფოლიოს მასშტაბით.

აღნიშნული აიხსნა იმით, რომ "შეტყობინებები უნდა იყოს დამსახურებით და არა ყიდვით".

"იმ დროს როცა რეკლამა ინტერნეტში - მძლავრი და ეფექტური საშუალებაა კომერციული სტიმულირებისთვის, აღნიშნული ძალა უამრავ რისკს ატარებს თავის თავში." - დაწერა კომპანიის დირექტორმა ჯეკ დორსიმ თავის ტვიტში.

ამავე დროს, "ტვიტერის" კონკურენტმა "ფეისბუქმა" უარი განაცხადა, პოლიტიკური კონტენტის აკრძალვაზე. ალბათ გასაკვირი არაა, რომ აღნიშნული ცვლილებები დაკავშირებულია 2020 წლის მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან, რომელიც აშშ-ში უნდა გაიმართოს. როგორც წესი, ამ პერიოდში სოციალური ქსელების მფლობელები განსაკუთრებულად არინ ყურადღების ცენტრში.

პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა ძალაში მიმდინარე წლის 22 ნოემბერს შევა. 15 ნოემბერს კი კომპანია სპეციალური განცხადებას გაავრცელებს.  

 

We’ve made the decision to stop all political advertising on Twitter globally. We believe political message reach should be earned, not bought. Why? A few reasons…🧵

— jack 🌍🌏🌎 (@jack) October 30, 2019
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top