პაკისტანში, მატარებელში გაჩენილ ხანძარს ბოლო მონაცემებით, 62 ადამიანი ემსხვერპლა. გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც, რომელთა ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ხანძარი გაზის ავზის აფეთქებამ გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, მგზავრთა ნაწილი ხანძრის გამო მოძრავი მატარებლის ფანჯრებიდან გადახტომის შედეგად დაიღუპა.
#Pakistan Train Fire - According to Pak media, 62 people have lost their lives. #Fire was caused when some of the passengers were preparing breakfast on the speeding train in violation of rules. #TezgamExpress pic.twitter.com/9j9GH5Os91
— Kirandeep (@raydeep) October 31, 2019