"გზაში მთხოვდნენ, რომ პოლიციისთვის ამბავი არ შემეტყობინებინა" - ბოდბელი მამაკაცის თქმით, ის სასულიერო პირებმა სცემეს 

ეს პერსონა

 სოფელ ზემო ბოდბეში, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს სავარაუდოდ, სასულიერო პირებმა სცემეს. მამაკაცს დაზიანებები თავისა და თვალის არეში აქვს მიყენებული. როგორც გია გოგოშვილი აცხადებს, მისსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება საქონლის გამო დაიწყო. ის  სასულიერო პირების დასჯას ითხოვს.

„ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ბერმა, მამა გრიგოლმა და ერთ-ერთმა სტიქაროსანმა სახლში ავტომანქანით მომაკითხეს და წამიყვანეს. გზაში კი მთხოვდნენ, რომ პოლიციისთვის ამბავი არ შემეტყობინებინა“,- ამბობს გოგოშვილი.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლით აღიძრა. 


 

წყარო: Primetime
0
1
1
0
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top