მეუფე პეტრე: წმინდა სინოდის სხდომა თუ მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია

ეს პერსონა

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც მეუფემ განაცხადა, უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა ადამიანის, ყველა იერარქიის, მათ შორის მისი საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიკური სამართლით.

„ჭეშმარიტება არის მარადიული. ჩემთვის არაფერი შეცვლილა. მირჩევნია სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი.

რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, თქვენ რაც გაინტერესებთ – სასჯელს. თუ დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა მეუფე პეტრემ..

 


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top