"ყველაფერი გამოიკვლიეს, წყალი, ნიადაგი, ჰაერი" - ბავშვებში ტყვიის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ცნობილია

ეს პერსონა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ ორგანიზაციას, Pure Earth-ს კვლევა ჩაატარებინეს, რითაც  დადგინდა, რომ გამოკვლეულ ოჯახებში სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა არა ნიადაგის, წყლის ან ჰაერის , არამედ სუნელების ბრალია.

"ლოგიკურად რომ ვთქვათ, თბილისში უფრო მეტი მანქანა დადის თუ მთიან აჭარაში? - რა თქმა უნდა, თბილისში. გამონაბოლქვი გამოირიცხა. ყველგან ერთნაირი საკვები და სათამაშო იყიდება ბაზარზე. განსხვავებაა ისაა, თუ რას ჭამენ დასავლეთში ბავშვები ისეთს, რასაც არ ჭამენ აღმოსავლეთში. სუნელებს ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყენებენ. სუნელებზე თავიდან ძირითადი აქცენტი არც გვქონია. თავად რომელსაც ამზადებენ სახლში, სახიფათო არ არის. კვლევაში მოხვდა ბაზარზე ნაყიდი სუნელები, რომლებსაც კარგი ფერის მისაღებად ღებავენ. კვლევას კიდევ ვაგრძელებთ, მაგრამ იმ ოჯახებში, სადაც ბავშვებში მომატებული იყო ტყვიის შემცველობა, ყველაფერი გამოიკვლიეს, წყალი, ნიადაგი, ჰაერი, დარჩა მხოლოდ სუნელების მოხმარება. სახლში ძველი საღებავებიც რისკის ფაქტორია, იმიტომ, რომ ძველ საღებავებში ტყვია ძალიან ბევრი იყო " - განაცხადა  იმნაძემ.

 

2
0
6
3
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top