ბექა წიქარიშვილი: ჩემს სამგზის მოტეხილ ხელს, გატეხილ ცხვირსა და მოტეხილ ფეხს, ნეკნების და ყვრიმალის ძვლის გატეხილობები შეემატა

ეს პერსონა

''თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი ავარიაში მოყვა. ამის შესახებ წიქარიშვილი "ფეისბუქზე" წერს და ფოტოს აქვეყნებს.

"სალამი მეგობრებო, სამწუხაროდ ეს არ არის ჰელოუინის ფოტო, ეს ხუთი დღის წინანდელი ავარიის შედეგი და გადარჩენილი მე ვარ :)
ნუ ისე აეწყო ჩემი სვე, რომ ტრავმები (ფსიქიკური თუ ფიზიკური) დიდი ხნით არ მივიწყებენ. აი, სადაცაა ქრისტეს ასაკს ვუახლოვდები და თითქმის დამღალეს მაგრამ რას იზამ, ვიმედოვნებ იკმარებს.
მოკლედ ჩემს სამგზის მოტეხილ ხელს, ორგზის გატეხილ ცხვირსა და მოტეხილ ფეხს, სამი ნეკნის და ყვრიმალის ძვლის გატეხილობები შეემატა.
ოპერაცია დამჭირდა თვალბუდის ქვედა ნაწილში, სადაც დარტყმის შედეგად შევარდნილმა ყვრიმალის ძვალმა გვერდით მდებარე ძვლის ფირფიტა ჩაამსხვრია (მის ადგილას ახლა ტიტანის ბადეა), გასწორდა და დაფიქსირდა ყვრიმალის ძვალიც და რაც მთავარია რიგზეა სასწაულებრივად გადარჩენილი მხედველობა.
გუშინდელიდან უკვე სახლში ვიმყოფები. ერთი თვე წოლითი რეჟიმი მექნება. ნეკნები მაწვალებენ მაგრამ გაძლებადია.
მოკლედ ბევრი რამის თქმა შემიძლია უკანასკნელ დღეებზე, მაგრამ ნუ დამზრახავთ, მალე ვიღლები და კლავიატურაზე წერაც მიჭირს. მხნედ ვარ. ბედნიერი უმსხვერპლო ინციდენტით და კვლავაც სააქაოს ყოფნით.
ნება მომეცით ვიყო პათეტიკური და ჩემთან ერთად ჯანმრთელობა და საკმარისი დროით სიცოცხლე გისურვოთ.", - წერს წიქარიშვილი.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top