"ფაქტობრივად, მეუფე პეტრე მარტო დატოვეს" - გიორგი ტიგინაშვილი

ეს პერსონა

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც ცნობილი გახდა, მეუფე პეტრე სინოდიდან განკვეთეს. სხდომას დღეს არ ესწრებოდა რამდენიმე მღვდელმთავარი, მათ შორის მეუფე გრიგოლი. ფაქტს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აფასებს.

„დღევანდელ სხდომას ვერ ესწრება მეუფე გრიგოლი, რაც დიდი დანაკლისია. სინოდის სხდომა დაამთხვიეს იმ დროს, როცა მეუფე გრიგოლს პროტოკოლით გაწერილი ჰქონდა დღევანდელი დღე და ის ვერ გაუწევს ოპონირებას.

ფაქტობრივად, მეუფე პეტრე მარტო დატოვეს და მას მოუწევს სისტემური წნეხის ატანა, რასაც საქართველოს საპატრიარქო ახდენს, - განაცხადა თეოლოგმა, სხდომის მიმდინარეობისას. 

ასევე ცნობილი გახდა, რომ წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავს. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top